ტყიბულში მაღაროელების ნაწილი პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის
11/02/2021 06:11:00 საზოგადოება
ტყიბულში მაღაროელების ნაწილი პროტესტის ნიშნად მაღაროდან არ ამოდის. მათი თქმით, პროტესტი ხელფასების კლებას უკავშირდება.
"კომპანიამ გეგმის შეუსრულებლობის გამო გადაწყვიტა, რომ ისარგებლოს ხელშეკრულებაში დადებული წესით და 45 ლარზე მეტი არ აუნაზღაუროს დღიური ანაზღაურება მაღაროელებს. ყველაზე მთავარი მოთხოვნა არის, რომ მაღაროელებს აუნაზღაურდეთ ის თანხა, რაც გეგმით იყო განსაზღვრული", - აცხადებს ერთ–ერთი მაღაროელი რუსლან ბუცხრიკიძე.
მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლებთან უკვე გაიმართა შეხვედრა და ისინი მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობენ.
კომპანიის ოფიციალური პოზიცია ამ ეტაპზე, უცნობია.


