თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის აალების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
11/02/2021 05:01:59 საზოგადოება
თბილისში, ასპინძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის აალება მოხდა.
მომხდარის შედეგად მსუბუქი დამწვრობა მიიღო ორმა ადამიანმა. ისინი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შემთხვევას ნგრევა არ მოჰყოლია.


