Qatar Airways საქართველოს მიმართულებით ფრენებს გაზრდილი სიხშირითა და შეცვლილი განრიგით შეასრულებს
10/02/2021 20:11:43 ეკონომიკა
ყატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways საქართველოს მიმართულებით ფრენებს გაზრდილი სიხშირითა და შეცვლილი განრიგით შეასრულებს. 15 თებერვლიდან, განახლდება რეგულარული ოპერირება დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე. ფრენები ყოველდღიურად შესრულდება, - ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“ - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
რეგულარული და ჩარტერული რეისების ფრენის განრიგი იხილეთ ბმულზე.
სააგენტო განმარტავს, რომ განრიგი განახლებადია და იცვლება ფრენის დამატების/გაუქმების/ფრენის თარიღის/დროის ცვლილების შემთხვევაში.


