ყარაბაღი «თანამშრომლობს რუს სამშვიდობოებთან შემომსვლელი უცხოელების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად»

10-02-2021 19:01:24 კავკასია

თვითაღიარებული მთინი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა "თანამშრომლობს რუს სამშვიდობოებთან მათ კონტროლს დაქვემდებარებული ლაჩინის დერეფნით უცხოელების დაუბრკოლებელი და უსაფრთხო შემოსვლის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა დღეს ყარაბაღის დე ფაქტო საგარეო უწყების პრეს-სამსახურის უფროსმა ართაკ ნერსისიანმა.

მისივე თქმით, "უცხოეთის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ჯერ ყარაბაღის საგარეო უწყებას რესპუბლიკაში შესვლაზე თანხმობის მისაღებად, ხოლო შემდეგ მათ შესახებ ინფორმაცია ეგზავნება რუს სამშვიდობოებს, რისი ძირითადი მიზანიც უსაფრთხოების უზრუნველყოფაა".

კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ უცხოელთა შეშვების გადაწყვეტილების მიღებაში თანაწონად როლს სამშვიდობოები ასრულებენ, ნერსისიანმა აღნიშნა, რომ "გადაწყვეტილებას სამინისტრო იღებს, ისევე, როგორც განაცხადებს".

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყარაბაღში უცხოელთა შესვლა აიკრძალა და ამასწინათ ტერიტორიაზე ფრანგი ჟურნალისტების ჯგუფი არ შეუშვეს, რომელთაც სომხეთში შესაბამისი აკრედიტაცია ჰქონდათ გავლილი. პუბლიკაციების თანახმად, რუსმა სამშვიდობოებმა მათ გზა გადაუღობეს და განუცხადეს, რომ "სომხეთში აღებული აკრედიტაცია აქ ძალადაკარგულია, რადგან ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები