Accentnews.ge
ჯანდაცვის სამინისტრო: "კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის საქართველომ 50 000 სპეციალური შპრიცი მიიღო"

ჯანდაცვის სამინისტრო: "კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის საქართველომ 50 000 სპეციალური შპრიცი მიიღო"

10/02/2021 12:32:01 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის საქართველომ 50 000 სპეციალური შპრიცი მიიღო.

უწყების ცნობით, 0,3 მლ დოზირებული შპრიცი ქვეყანამ დონაციით მიიღო.

"ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისთვის განკუთვნილი სპეციალური სახეობის შპრიცების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მხარემ აქტიურად იმუშავა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ მწარმოებელ კომპანიებთან, მათ შორის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდურ კომპანიასთან - Hindustan Syringes & Medical Devices Ltd . მიუხედავად დიდი მოთხოვნისა და შექმნილი დეფიციტისა, საქართველოს მხარის აქტიური ჩართულობით, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზეც. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია როგორც ინდოეთის, ასევე რეგიონალურ და გლობალურ ბაზარზე". - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყება მიმდინარე თვის ბოლოსთვის იგეგმება.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 263 601 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 255 385 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 311 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S