ჩეჩნეთსა და ინგუშეთში განქორწინების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა

10-02-2021 16:23:02 კავკასია

ბოლო 11 თვის განმავლობაში ჩეჩნეთსა და ინგუშეთში განქორწინების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, რაც ჩრდილოეთ კავკასიისთვის არ არის დამახასიათებელი.

ჯამში, რუსეთის ფედერაციის მასშტაბით 2020 წლის თერთმეტ თვეში დარეგისტრირდა 770 ათასი ქორწინება და 564 ათასი განქორწინება,– იუწყება Rosstat.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, განქორწინების შემთხვევების კლება ფიქსირდება რუსეთის მასშტაბით ყველგან, გარდა ანექსირებული ყირიმის, ასტრახანის, დაღესტრნის, ინგუშეთისა და ჩეჩნეთისა.

ინგუშეთში განქორწინების მაჩვენებელი გასულ 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 28%–ით გაიზარდა (398–დან 510–მდე), ჩეჩნეთში – 20%–ით: ოფიციალურად 1457 წყვილი განქორწინდა, ხოლო დაღესტანში – 8%–ით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები