მედიაკოალიცია პარლამენტში შესვლაზე მარიამ გეგუჩაძისთვის უარის თქმის გამო განმარტებას ითხოვს
10/02/2021 11:40:19 საზოგადოება
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძისგან ითხოვს, ოფიციალურად განმარტოს, რატომ უთხრა უარი ჟურნალისტ მარიამ გეგუჩაძეს პარლამენტში შესვლაზე.
"ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან ზეპირი ფორმით უარის მიზეზად მარიამ გეგუჩაძის სამოქალაქო აქტივიზმი დასახელდა. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, გააკეთოს საჯარო განმარტება შესაძლო დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ შეუქმნას ჟურნალისტებს შესაბამისი სამუშაო გარემო პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარს 9 თებერვალს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა. გვარამია პარლამენტში გეგუჩაძის შესვლაზე უარის თქმას "დისკრიმინაციად" აფასებს


