სომხეთი უპილოტო აპარატების ფართო წარმოებას აანონსებს

10-02-2021 15:46:04 კავკასია

“სომხეთში უპილოტო საფრენი აპარატების სახელმწიფო დონეზე წარმატებული ცდის შემდეგ, მათი წარმოება დაიწყება”, –ამის შესახებ სომხეთის მაღალტექნოლოგიური წარმოების მინისტრმა აკოფ აკოფიანმა განაცხადა,– იუწყება azatutyun.am.

მინისტრი ამბობს, რომ რომ უპილოტო საფრენი აპარატების სერიული წარმოება სომხეთმა 2020 წელს დაიწყო, რომელიც ასევე 44 დღიანი ომის დროს, განსაკუთრებით დაზვერვის ნაწილში წარმატებულად გამოიყენეს:

“რა თქმა უნდა, მომავლის ტექნოლოგიები უპილოტო საფრენი აპარატებით არ ამოიწურება. ეს იქნება რობოტიზირებული კომპლექსები, ოპტიკურ-ლაზერული საშუალებები, ელექტრონული გამანადგურებელი საშუალებები. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თავდაცვის სფეროში სულ უფრო მზარდია. იგივე უპილოტო აპარატები ამ ალგორითმების გარეშე, შეიძლება ითქვას, გამოუსადგარია. ამ კუთხითაც ვმუშაობთ.

თქვენ შეიძლება ყველაზე თანამედროვე საშალებებით იყოთ აღჭურვილი, თუმცა ვეერ შეძლოთ მათი გამოყენება და წააგოთ ომი. რა ვნახეთ არცახის ომის დროს, ჩვენმა მოწინააღმდეგემ ფართოდ გამოიყენა თურქული აღჭურვილობა როგორც უპილოტო აპარატების, ასევე მათი მართვის კუთხით”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები