Accentnews.ge
ხვალიდან თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება კვლავ ამოქმედდება

ხვალიდან თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება კვლავ ამოქმედდება

10/02/2021 08:26:04 საზოგადოება

ხვალიდან თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება კვლავ ამოქმედდება. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"იმის გათვალისწინებით, რომ 8 თებრვლიდან მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა, პარალელურად, ამოქმედდება ზონალურ- საათობრივი პარკირების გადასახადი. თქვენ იცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას ჯერ სრულად არ მოუცავს დედაქალაქი, თუმცა გვაქვს კონკრეტული სივრცეები, ადგილები, მაგალითად, ორბელიანის მოედანი, ბარათაშვილის ქუჩა, კოტე აფხაზის ქუჩა, აბანოთუბანი, პეკინის გამზირი, მისი გადამკვეთი ქუჩების გარკვეული ნაწილით, ასევე, ვაკის რაიონი, სადაც მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. ხვალიდან ეს სისტემა ისევ ამოქმედდება იმისთვის, რომ დავიცვათ წესრიგი და მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S