Accentnews.ge
ზუგდიდში აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

09/02/2021 18:09:35 საზოგადოება

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ხმაური საქმოქალაქო ატივისტების მიერ სამხარეო ადმიმისტრაციის მიმდებარედ ასფალტის მოხატვის მცდელობას მოჰყვა.

აქტივისტებმა აქცია სამხარეო ადმინისტრაციასთან გამართეს, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყვეს და "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს. მათ ხელში ბანკის ძარცვაში ბრალდებული ბადრი ესებუას ფოტოები ეჭირათ.

"ჩვენ დღეს დემონსტრაციულად დავარღვიეთ "კომენდანტის საათი" იმიტომ, რომელსაც მხოლოდ ეს შინაარსი – ეს არის შემაკავდბელი ხალხის, რომელიც უბრალოდ შიმშილობს, ვერ ეგუება უსამართლობას", - განაცხდა ირაკლი კვარაცხელიამ.

სამოქალაქო აქტივისტები ამ დროისთვის საპროტესტო კარავში იმყოფებიან. ისინი ჯერ-ჯერობით "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის არ დაუჯარიმებიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S