"მოზარდებსა და ბავშვებში ჯერ– ჯერობით არც ერთი ვაქცინა არ არის დაშვებული"
09/02/2021 09:10:17 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში არსებული ვაქცინებიდან, მოზარდებსა და ბავშვებში ჯერ– ჯერობით არც ერთი არაა დაშვებული.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს არსებული ყველა ვაქცინა 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვისაა რეკომენდირებული.
„ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს გამოიყენება, 18 წლიდანაა რეკომენდირებული. მაგრამ ახლა კლინიკური კვლევები მიმდინარეობს, უკვე 12 წლიდან ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული მოზარდებსა და ბავშვებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.


