"საქართველოში ვაქცინაციის გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაზე"
09/02/2021 09:00:06 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაზე".
"Pfizer–ის ვაქცინის გამოყენება 19 წლიდან ზემოთ არის რეკომენდირებული და AstraZeneca-ს შემთხვევაში მითითებულია 16 წლიდან ზემოთ. ჩვენი გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ, ანუ მოზრდილ მოსახლეობაზე ვსაუბრობთ, როგორც კი იქნება დამატებითი მონაცემები ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ბავშვებში, მაშინ მწარმოებელი გადახედავს, სავარაუდოდ, თავის პროტოკოლს და ჩვენც შესაბამისად, ამას განვავრცობთ უკვე სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე, ჯერ–ჯერობით ვსაუბრობთ მოზრდილ მოსახლეობაზე გეგმის თანახმად - 19 წლის და ზემოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


