"ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს"
09/02/2021 08:52:24 საზოგადოება
ყველა ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არავითარი თვითდამშვიდების საშუალებასა და უფლებას არ გვაძლევს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
"დახლოებით, 10-ჯერაა შემცირებული ინციდენტობა ნოემბერ-დეკემბრის პირველი კვირის მონაცემებთან შედარებით. შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, ასევე, დაახლოებით, 7-8-ჯერ, როგორც 7 დღიანი, ისე 14 დღიანი მონაცემები. დღეს გვაქვს 4,52 % დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 3,63% და 14 დღის - 3,74 და მთლიანად იანვარ-თებერვალში -6,6% და მოგეხსენებათ ეს მაჩვენებელი ჩვენ ნოემბრის ბოლოს დეკემბრის შუა რიცხვებში გვქონდა 25%-დან 33-34 %-ის ფარგლებში. ყველა ეს ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არავითარი თვითდამშვიდების საშუალებასა და უფლებას არ გვაძლევს, იმიტომ, რომ 829 შემთხვევა, რომელიც დღეს გვაქვს, არის მნიშვნელოვანი ჩვენი პატარა ქვეყნისთვის. არავითარი მოდუნება არ უნდა იყოს იმ რეგულაციებთან და რეკომენდაციებთან მიმართებით რაც არის", - განაცხადა გამყრელიძემ.


