საქართველოს მოსახლეობის რა რაოდენობა გამოთქვამს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის მზადყოფნას
09/02/2021 08:56:27 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელიც ვაქცინაციისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, 40%-47%-მდე მერყევობს.
"40% არ არის ის მაჩვენებელი, რაც სასურველია, თუმცა ჩვენ პირველ სეგმენტში ვმუშაობთ ჯერ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებთან. იქაც არ არის ეს მაჩვენებელი 100%-მდე, თუმცა ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და ამის პარალელურად, საინფორმაციო კამპანია იქნება მეტად უფრო აქტიური და რეალური სურათის დანახვის შემდეგ მოლოდინი, რომ მეტი ადამიანი განეწყობა დადებითად, რა თქმა უნდა, გვაქვს”, - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ვაქცინაციის შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანია თებერვლის ბოლოდან დაიწყება.


