"AstraZeneca-სა and Pfizer–ის ვაქცინებით აცრისას უმეტეს შემთხვევაში მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის"
09/02/2021 08:47:36 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით,"AstraZeneca-სა and Pfizer–ის ვაქცინებით აცრისას უმეტეს შემთხვევაში მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის".
როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობების შეფასებისა და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფის მიერ.
"პროტოკოლი მომზადდა ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელშიც დეტალურად არის განსაზღვრული ის შეკითხვები, რაც უნდა დაისვას მდგომარეობის შეფასებისთვის, ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება და შემდეგ თუ როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა. ამ დეტალებზე ტრენინგი უკვე დაწყებულია და ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჩაერთვება ამ პროგრამაში, პირველ ეტაპზე გაივლის ამ ტრენინგს, შემდეგ, რა თქმა უნდა, მოხდება სრულად ყველას მოცვა. დეტალური საინფორმაციო პაკეტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მწარმოებლებისგან დაავადებათა კონტროლის ცენტრის საშუალებით გახდება ცნობილი მოსახლეობისთვის, სადაც დეტალურად არის განსაზღვრული ის მდგომარეობები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. გასათვალისწინებელია, რომ AstraZeneca-სა and Pfizer–ის ვაქცინებს აქვთ განსხვავებული საინფორმაციო პაკეტი. უმრავლეს შემთხვევაში მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის. მილიონში შეიძლება ერთეული შემთხვევა დაფიქსირდეს, ისიც ამ ბოლო პერიოდში პრაქტიკკულად არ დაფიქსირებულა, მაგრამ მზაობის უზრუნველყოფისთვის ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს",- განაცხადა გაბუნიამ.


