რომელი კლასის მოსწავლეებისთვის არის სავალდებულო სკოლაში პირბადეების ტარება
09/02/2021 08:24:09 საზოგადოება
საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ეს დღესვე დაურიგდებათ სკოლებს და ყველა სკოლა მოახდენს კომუნიკაციას მშობლებთან. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს“, - განაცხადა მინისტრმა.


