Accentnews.ge
ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე ხანძარი იყო

ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე ხანძარი იყო

09/02/2021 07:46:19 საზოგადოება

ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე ხანძარი იყო. მთლიანად დაიწვა ერთი მაღაზიის რამდენიმე განყოფილება.

"ცეცხლი გავრცელებული იყო ტანსაცმლის მაღაზიაში და იყო გვერდით მდებარე მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველებმა ერთსართულიან შენობაში გაჩენილი ცეცხლი დროულად ჩააქრეს. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა", – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 7 ჯგუფი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S