ქოჩარიანი სომხეთს “რუსეთთან სრულყოფილი ინტეგრაციისკენ” მოუწოდებს

09-02-2021 11:00:47 კავკასია

სომხეთის რიგით მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, ერევანს “რუსეთთან სრულყოფილი ინტეგრაციისკენ” მოუწოდებს.

«მიმდინარეობს მსოფლიოს რეგიონალიზაცია. გლობალური პროცესები რეგიონული საინტეგრაციო პროცესებით იცვლება. და ამ მხრივ, ვფიქრობ, სომხეთი ძალიან სერიოზულად უნდა დაფიქრდეს რუსეთთან უფრო ღრმა ურთიერთქმედებაზე – გაცილებით უფრო ღრმაზე, ვიდრე ახლაა», — განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორ წარმოუდგენია ეს “ღრმა ურთიერთქმედება” – ქოჩარიანს არ დაუკონკრეტებია, აღნიშნა მხოლოდ, რომ რუსეთ-ბელარუსის მსგავსი სამოკავშირეო სახელმწიფო მხედველობაში არ აქვს.

აი, რუსეთის სომხური დიასპორის ცნობადი წევრები კი ბოლო თვეებში სულ უფრო აქტიურად ლობირებენ იდეას რუსეთის, ბელარუსის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის მომავალი სამოკავშირეო სახელმწიფოს შემადგენლობაში სომხეთის შესვლის თაობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები