ვეშაპების ახალი სახეობა აღმოაჩინეს

09-02-2021 01:17:11 ეს საინტერესოა

მექსიკის ყურეში ვეშაპების ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ The Guardian წერს.

”გამიკვირდა, რომ იქ ვეშაპის არაღიარებული სახეობა შეიძლება, არსებობდეს, განსაკუთრებით, ჩვენს შემოგარენში”, - ამბობს ლინსი უილკოქსი, აშშ – ის ოკეანეების და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის გენეტიკოსი.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ძუძუმწოვრებს რაისის ვეშაპები უწოდეს და ისინი უკვე გადაშენების პირას არიან. სადღეისოდ მსოფლიოში ამ სახეობის მხოლოდ ასამდე წარმომადგენელი ცხოვრობს. მეცნიერები ახალი სახეობის არსებობის შესაძლებლობის შესახებ 2019 წელს დაფიქრდნენ, როცა ფლორიდის სანაპიროზე 11,5-მეტრიანი ვეშაპის ნეშტი გამოირიყა.

მათი ვარაუდი გენეტიკურმა ანალიზმა დაადასტურა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ ცხოვრებს სიცოცხლის ხანგრძლივობა 60 წლამდეა, თუმცა ამის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები