Accentnews.ge
"კომენდატის საათი" შესაძლოა, შეიცვალოს

"კომენდატის საათი" შესაძლოა, შეიცვალოს

08/02/2021 11:46:56 საზოგადოება

"კომენდატის საათი" შესაძლოა, შეიცვალოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გხარიასა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

გახარიასთან აუდიენციის შემდეგ მსხვილი ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომდევნო ორ კვირაში არსებული შეზღუდვები, შესაძლოა კიდევ შემსუბუქდეს. მათივე თქმით, შეხვედრაზე გაჟღერდა ინიციატივა, "კომენდატის საათის" ცვლილებასთან დაკავშირებით.

ვინაიდან მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა ძალაში რჩება კომენდატის დრო 21:00 საათიდან, ამან შესაძლოა, დამატებითი რისკები შექმნას მგზავრთა ნაკადის გადაყვანის მხრივ. აქედან გამომდინარე, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს მიმართეს თხოვნით, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვის დროდ განისაზღვროს 23:00 საათი, ნაცვლად 21:00 საათისა, ანუ ორი საათით გახანგრძლივდეს პერიოდი.

"იყო საუბარი, რომ „კომენდანტის საათი“ გადაწეულიყო 1 ან 2 საათით მაინც" - ამის შესახებ IG Development-ის დამფუძნებელმა მინდია საბანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს ამ საკითხის განხილვას დაპირდა და უთხრათ, რომ მოკლე პერიოდში გადაწყვეტილებას აცნობებს.

შეხვედრაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, სხვადასხვა სფეროში მოქმედი მსხვილი ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S