
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები: "ხვალ ვაკის პარკში ვიკრიბებით დაანონსებული ლგბტ პრაიდის ჩასაშლელად"
07/07/2019 13:02:07 სხვა, საზოგადოება
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ხვალ ვაკის პარკში შეკრებას გეგმავენ. ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„8 ივლისს, დილის 10 საათიდან ვერის პარკში ვიკრიბებით დაანონსებული ლგბტ პრაიდის ჩასაშლელად. რადგან საათი და ადგილი არ არის ცნობილი, ვფიქრობთ, ვერის პარკი ოპტიმალური ადგილია შესაკრებად, ვერის პარკიდან ქალაქის ყველა ძირითადი ლოკაცია 2 ნაბიჯშია,“ - წერს ფალავანდიშვილი.
ცნობისთვის: „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, თბილისში „ღირსების" მარში ხვალ გაიმართება, თუმცა კონკრეტული ლოკაცია და დრო ცნობილი არ არის.