გორში ქალი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა
08/02/2021 09:19:09 საზოგადოება
გორში 30 წლის ქალი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


