“ლილო მოლის” დირექტორის თქმით, დამწვარი მაღაზიები დაზღვეულია და მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ
08/02/2021 08:02:56 საზოგადოება
“ლილო მოლის” დირექტორის გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, დამწვარი მაღაზიები დაზღვეულია და მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, მისი თქმით, ცეცხლის გაჩენა, შესაძლოა, დენის სადენებს უკავშირდებოდეს.
“ხელშეკრულების შესაბამისად ანაზღაურდება. გუშინ ყველა მოსული იყო. ასუფთავებდნენ. ალბათ, დარჩა რამე ჩართული. გუშინ პირველად ჩავრთეთ დენი მთელ ბაზრობაზე, გაიტესტა, საღამოს გამოვრთეთ და დილით ისე ჩავრთეთ”,- განაცხადა კვარაცხელიამ.
ცნობისთვის: ლილოს ბაზრობაზე ხანძარი დაახლოებით დილის 9 საათზე გაჩნდა. დაიწვა 60 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია. ხანძრის ზუსტი მიზეზი და ზარალის ოდენობა ჯერ–ჯერობით უცნობია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
დღეიდან საქართველოში ბაზრობებმა მუშაობა განაახლეს.


