საზარელი შემთხვევა დაღესტანში: "როსგვარდიელებმა" ახალგაზრდა შს განყოფილების შენობაში ჩაცხრილეს

08-02-2021 10:43:58 კავკასია

დაღესტანში რუსეთის გვარდიის ორი თანამშრომელი დააკავეს, რომელიც 34 წლის ადგილობრივის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მახაჭყალის საბჭოთა რაიონის შს განყოფილების ერთ-ერთ კაბინეტში ჩაცხრილეს.

მედიის ინფორმაციით, მოკლული სოფელ ნოვოკულის ყოფილი გამგებელი აბაკარ კაპლანოვია. მას 30 ტყვია აქვს მოხვედრილი.

საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი წარსულში წარმოქმნილი უთანხმოებაა, რომელიც სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთების ირგვლივ დავას უკავშირდებოდა.

ადგილობრივი გამოცემა «Черновик» ირწმუნება, რომ კაპლანოვი ძმებმა კურბანოვებმა ჩაცხრილეს, რომლებიც რუსეთის გვარდიის სპეცრაზმ ОМОН-ში მსახურობენ.

მკვლელობის შემდეგ შს რაიონულ განყოფილებასთან 300-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის - მოკლულის ნათესავები და ახლობლები. ადგილზე მივიდა რესპუბლიკური შსს-ს ხელმძღვანელი მაგომედ აბდურაშიდოვიც, რომელიც შეკრებილთა დამშვიდებას შეეცადა.

მედიის ცნობით, სწორედ ამ შენობაში, სს გამოძიებათა განყოფილების ხელმძღვანელის კაბინეტში ჩაცხრილეს გვარდიელებმა ახალგაზრდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები