Accentnews.ge
ბორელი: "ლავროვთან შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საკითხსაც შევეხეთ"

ბორელი: "ლავროვთან შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საკითხსაც შევეხეთ"

08/02/2021 04:41:09 საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საკითხიც" განიხილეს.

„ვისაუბრეთ კონფლიქტებზე ჩვენს უახლოეს სამეზობლოში და მე დაჟინებით მოვითხოვე მინსკის შეთანხმების სრული შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ასევე შევეხეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარებისა და სირიისა და ლიბიის კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებს, სადაც რუსეთი და ევროკავშირი უფრო ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში რჩებიან,“- აცხადებს ბორელი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთში ვიზიტი 4-6 თებერვალს გამართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S