Accentnews.ge
რა შეზღუდვები იხსნება საქართველოში დღეიდან

რა შეზღუდვები იხსნება საქართველოში დღეიდან

08/02/2021 05:00:01 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 4 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა 8 და 15 თებერვლიდან საქართველოში შემდეგი შეზღუდვები შემსუბუქდება:

  • 8 თებერვლიდან ამოქმედდება მუნუციპალური ტრანსპორტი სრული მასშტაბით;
  • 8 თებერვლიდან ამოქმედება ბაზრობები;
  • 15 თებერვლიდან მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახში გააგრძელებენ; სასკოლო სწავლების განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.
  • 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში. თუმცა, შეზღუდვები შენარჩუინდება შაბათ-კვირას.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა შეზღუდვების დაწესების შემდგომ წესები დაიცვან.

" ყველას უნდა გვახსოვდეს ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ წესები დავიცვათ. არაგონივრული, სწრაფი შეზღუდვების მოხსნა არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების. ვიზრუნოთ ინფექციის მართვით მიღწეულ შედეგზე, რომ გაზაფხულის ბოლოს,ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ეკონომიკას, ტურიზმს", – განაცხადა პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ–ჯერობით არ იგეგმება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა; არ გაიხსნება საჯარო და კერძო ბაღები. კვლავ უცნობია, როდის განახლდება სწავლა უნივერსიტეტებში. ზამთრის კურორტებთან მიმართებით შეზღუდვები არ შემსუბუქდება; კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი 21:00-დან დილის 5:00 საათამდე და ყველა შეზღუდვა შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S