
რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა
07/07/2019 07:12:08 სხვა, სამართალი
თბილისი-სენაკი-ლესელიძის რუისის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაშავდა. ყველა მათგანი სომხეთის მოქალაქეა. გარდაცვლილებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.
არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 პუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.