Accentnews.ge
"კორონავირუსზე მოსახლეობის ვაქცინაცია 20-25 თებერვლიდან დაიწყება"

"კორონავირუსზე მოსახლეობის ვაქცინაცია 20-25 თებერვლიდან დაიწყება"

06/02/2021 16:33:44 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე მოსახლეობის ვაქცინაცია 20-25 თებერვლიდან დაიწყება".

„სადღაც, 20-25 თებერვლიდან დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას. თანდათან ეს ვაქცინაცია გაფართოვდება. განსაკუთრებით მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში გაზაფხულზე იქნება. გვაქვს მიზანი, მოსახლეობის 60% ავცრათ. ამის შემდეგ უკვე ვიფიქრებთ, რომ თანდათან ვამარცხებთ კორონავირუსულ ინფექციას, ისევე როგორც დაამარცხებს ამას მთელი მსოფლიო“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქება არ ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსი დამარცხებულია.

„კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას ვთხოვო – არ დავიჯეროთ, რომ რადგან მსუბუქდება შეზღუდვები, ჩვენ დავამარცხეთ კორონა და ვირუსი აღარ არის. არა, დღევანდელი 600 შემთხვევა საქართველოსთვის ბევრია. არ არის 5000, მაგრამ პატარა საქართველოსთვის ბევრია. ამიტომ სლოგანი ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, კარგა ხანს იქნება. მაგრამ თანაცხოვრება ნიშნავს, რომ პარალელურად ჩვენ ყველა ვემორჩილებით იმ წესებს, რასაც ჯანდაცვის სფერო მოსახლეობას მოუწოდებს", – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S