"საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის"
06/02/2021 15:06:54 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის"
„ბევრი, დაახლოებით 30-ზე მეტი ნიმუში იყო გამოკვლეული, სადაც რეინფიცირებაზე იყო ეჭვი. უმრავლესობა უკუდგებულია. ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს გენეტიკური კვლევები. საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


