Accentnews.ge
"მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ დისტანცია და ავტობუსები, თუ მეტროს ვაგონები გადაჭედილი არ იყოს"

"მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ დისტანცია და ავტობუსები, თუ მეტროს ვაგონები გადაჭედილი არ იყოს"

05/02/2021 20:17:40 საზოგადოება

"მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ დისტანცია და ავტობუსები, თუ მეტროს ვაგონები გადაჭედილი არ იყოს", - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"მუნიციპალური ტრანსპორტი მობილობის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმულატორია. მეტროში ყოველდღიურად, თუ არ ვცდები, 500 000 ადამიანი გადაადგილდება და ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობა ავტობუსებით თუ სამარშრუტო ტაქსებით და ა.შ. ამიტომ, იქ აუცილებლად უნდა იყვნენ კონტროლიორები და ერთმანეთიც უნდა ვაკონტროლოთ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ დისტანცია და ავტობუსები, თუ მეტროს ვაგონები გადაჭედილი არ იყოს. იმიტომ, რომ მომატებული რისკის სტიმული სწორედ ხალხის დიდი თავყრილობაა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

8 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით მუნუციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება.

იხილეთ ასევე: რა შეზღუდვები იხსნება საქართველოში 8 და 15 თებერვლიდან

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 261 018 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 252 246 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 258 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S