Accentnews.ge
"ამ წლის განმავლობაში უარი უნდა ვთქვათ რესტორნებში დიდ შეკრებებზე, მათ შორის ქორწილებზე, ქელეხებზე"

"ამ წლის განმავლობაში უარი უნდა ვთქვათ რესტორნებში დიდ შეკრებებზე, მათ შორის ქორწილებზე, ქელეხებზე"

05/02/2021 20:03:52 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "2021 წლის განმავლობაში უარი უნდა ვთქვათ რესტორნებში დიდ შეკრებებზე, მათ შორის ქორწილებზე, ქელეხებზე".

„უნდა შევიგნოთ ის, რომ საქართველოში კოვიდით უკვე 3 200 ადამიანი დაიღუპა. ეს ხომ უნდა შევიგნოთ და შევიდეთ ადამიანთა მდგომარეობაში?! კორონავირუსული ინფექცია არსად გამქრალა, ჩვენთან არის და სამწუხაროდ, კიდევ კარგა ხანს იქნება, სანამ მსოფლიოს და ჩვენი მოსახლეობის 70% არ აიცრება და სერიოზული საზოგადოებრივი იმუნური ფენა არ შეიქმნება. აი, მაშინ შეიძლება, ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენ შესაძლოა, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ, მაგრამ სანამ აცრების ასეთი მოცვა იქნება, მანამდე ერთადერთი იარაღი არის პირბადე, დისტანცია, ხელების დამუშავება და დიდი შეკრებების დაუშვებლობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 261 018 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 252 246 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 258 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S