რომელი კლასის მოსწავლეებმა უნდა ატარონ პირბადეები
05/02/2021 19:24:04 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მეოთხე კლასის შემდეგ უნდა იყოს აუცილებელი პირბადის ტარება..
"დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს შიდა კონსულტაციები გვქონდა და ჩემი რეკომენდაციაა, რომ მოსწავლეებისთვის მეხუთე კლასიდან ანუ მეოთხე კლასის შემდეგ უნდა იყოს აუცილებელი პირბადის ხმარება. ხოლო მეხუთე კლასამდე - რეკომენდირებული და მშობელს ეს უნდა აუხსნა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახში გააგრძელებენ. სასკოლო სწავლების განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 261 018 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 252 246 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 258 გარდაიცვალა.


