საქართველოში ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა
05/02/2021 15:48:56 საზოგადოება
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 84 კმ-ში ძლიერი მიწისძვრა იყო.
ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.2 მაგნიტუდა იყო.
"თბილისის დროით 19:36 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 84 კმ_ში, სომხეთში მოხდა 5.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა", - წერია ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა.


