Accentnews.ge
„ჩვენს მაგივრად ამერიკელი და ევროპელი არ დაიწყებს ჩხუბს. არ უნდა გავჩერდეთ!“

„ჩვენს მაგივრად ამერიკელი და ევროპელი არ დაიწყებს ჩხუბს. არ უნდა გავჩერდეთ!“

05/02/2021 14:02:02 საზოგადოება

ოკუპანტემის მიერ ატაცებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციაზე ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც ასევე გამოსცადა უკანონო ტყევობა.

„ეს არის რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი ჩვენება, რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ მათთვის. ყველაფერს გააკეთებენ ისე, როგორც თვითონ სურთ. ჩვენ თუ მარტო ვიქნებით და გაჩუმებულები ვიქნებით, ჩვენს მაგივრად ამერიკელი და ევროპელი არ დაიწყებს ჩხუბს. ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი. არ უნდა გავჩერდეთ არც ერთი წუთი, უნდა შევუქმნათ დისკომფორტი“,– განაცხადა გაფრინდაშვილმა.

ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის ოკუპანტებმა თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. მანამდე კიდურის არეში დაჭრეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S