Accentnews.ge
საქართველომ ჩეჩნური ინიციატივა ჩაააგდო

საქართველომ ჩეჩნური ინიციატივა ჩაააგდო

05/02/2018 10:51:59 საგარეო პოლიტიკა

პარლამენტში ჩეჩენ და ქართველ დეპუტატებს შორის დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. აღნიშნულის მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ სტუმრებს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესაძლებლობა არ მისცეს. როგორც „აქცენტმა“ გაარკვია, ჩეჩნურ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი მაგომედ ალხაზუროვი, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის სამშვიდობო ფორუმის“ წევრი თემურ გაურგაევი და კიდევ ორი პირი – ზლიმხან მუსაევი და იბრაგის იანდაროვი, ჯერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება მისცეს, თუმცა შემდეგ ჯგუფს საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაედევნენ და საზღვარზე უკან გაბრუნება თემურ გაურგაევს მოსთხოვეს. დელეგაციის დანარჩენმა წევრებმა კი გაურგაევს სოლიდარობა გამოუცხადეს და ქვეყანა დატოვეს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი შეხვედრა, საქართველოს საზღვარზე შეწყდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვეცდრის ინიციატივა თავად ჩეჩნებს ეკუთვნოდათ. შეხვედრის მიზნებზე „აქცენტს“ კავკასიოლოგი გელა ხმალაძე ესაუბრა:

– საქართველოში მოდიოდა ჩეჩნეთის არასამავრობო ორგანიზაციების დელეგაცია, რომელსაც თან ახლდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პქრლამენტის დეპუტატი მაგმედ ალხაზუროვი. მათ წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე მიმართეს საქართველოს პარლამენტის კავკასიისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტს საქართველოსთან ურთიერთობის დამყარების მიზნით, რათა ქართველ და ჩეჩენ პარლამენტის დეპუტატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქნოდათ მუდმივი ურთიერთობის რაღაც ფორმატი თავიანთი საქმიანობის კოორდინაციისთვის. საქართველოს პარლამენტიდან გაიგზავნა საპასუხო წერილი, რომლის თანახმადაც, ისინი მოიწვიეს მეგობრული და სამიანი შეხვედრებისთვის. ბუნებრივია, ეს ვერ იქნებოდა ოფიციალუირი ვიზიტი, რადგან საქართველო–რუსეთის დღევადელი ურთიერთობა არ იძლევა ოფიციალური შეხვედრის ჩატარების საშუალებას, მოგეხსენებათ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია. ეს უნდა ყოფილიყო გაცნობითი ხასიათის, მეგობრული შეხვედრა. მაგიდასთან კი ერთად უნდა დამსხდარიყვნენ როგორც ქართველი და ჩეჩენი დეპუტატები, ამასთან ორი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ქართულ–რუსულ, ქართულ–ჩეჩნურ, კავკასიურ საკითხებზე მუშაობენ. ძალიან სასარგებლო იქნებოდა მსგავსი ურთიერთობების ციკლის დაწყება. ისინი მოდიოდნენ კონკრეტული საქმიანი წინადადებებით. ერთ–ერთი ინიციატივა იმაში მდგომარეობდა, რომ ქართველ და ჩეჩენ დეპუტატებს შეექმნათ ქართულ–ჩეჩნური მეგობრობის ჯგუფი. ჯგუფის წევრები პერიოდულად შეხვდებოდნენ ერთმანეთს და განიხილავდნენ, როგორც კავკასიის პრობლემატიკას, ასევე ქართულ–რუსულ და ქართულ–ჩენურ ურთიერთობებს. სამწუხაროდ, 15 მაისს ყაზბეგში ამ პიროვნებებს ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე პრობლემები შეუქმნეს. უკვე მიცემული ბეჭედის ანულირება მოუხდინეს. რაც ყველაზე მთავარია, ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მოხდა ეს ყველაფერი. მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტი ვიიზტირობის შესახებ ინფორმირებული იყო და შეხვედრის ორგანიზება მიმდინარეობდა, რომელიც დღეს, ან ხვალ უნდა შემდგარიყო. ქართველი დეპუტატები თემურ ჭკუასელი და შალვა კიკნაველიძე აპირებდნენ სტუმრებთან შეხვედრას. იმის გამო, რომ საზღვარზე მათი შემოშვება გაუგებარი მიზეზების გამო არ მოხდა, შეხვედრა ჩაიშალა. ინიციარტივაც გაჩერდა. უახლოეს მომავალში მსგავს ინიციატივას აღარ ველი. ძალიან უხერხული და ცუდი პრეცენტები იყო ქართული მხარის მხრიდან ამ შეხვედრის ჩაშლა.

„აქცენტი“ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

დიანა მუსელიანი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S