„თუ ესე გაგრძელდა, აპრილის ბოლოდან მესამე ტალღა იქნება“
05/02/2021 10:36:36 საზოგადოება
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი შეზღუდვების დაანონსებული შემსუბუქების პარალელურად რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიქრობს, რომ ქვეყანა კორონავირუსის „მესამე ტალღას“ ვერ ასცდება.
„თუ გვინდა, რომ ტრანსპორტმა იმოძრაოს, ბავშვებმა სკოლაში იარონ, იარსებოს ბიზნესი, ხელფასები არ დაკარგონ ჩვენმა თანამოქალაქეებმა - თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული საავადმყოფოებში არ მოხვდნენ ჩვენი მოქალაქეები. პირბადე ერთადერთი საშუალება რჩება, სხვას ყვეალფერს ვხსნით. უზარმაზარი რისკის წინაშე ვდგებით. იმ რეკომენდაციებსაც უნდა დაცვა, როგორიცაა დისტანცია, ტრანსპორტში ქცევა. ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა ვთხოვოთ, რომ აუცილებლად გააკონტროლონ... რამდენიმე მაღაზია ჩემს ირგვლივ - სიცხეს ზომავდნენ, დეზობარიერი იყო. ბოლო ერთ კვირაა, ტემპერატურას არავინ მიზომავს. თუ ესე გაგრძელდა, აპრილის ბოლოდან იქნება მესამე ტალღა. ქვეყანამ უნდა მოახერხოს მოთხოვნის შესაბამისი ვაქცინების შემოტანა. საზოგადოებას გარკვეული იმუნიტეტი აქვს, დაახლოებით 20%-მდე, დაახლოებით 60% თუ დაემატა ვაქცინირებულების ფენა წლის ბოლომდე, საზოგადოების 80%, რომელიც ანტისხეულებს ატარებს, გარანტიაა იმის, რომ ჩვენ ქვეყანაში ცხოვრებაში შეიძლება, პირვანდელ ყოფას დაუბრუნდეს“,– განაცხადა იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "პირველი არხის" ეთერში.


