Accentnews.ge
კერძო ბაღების წარმომადგენლებმა შესაძლოა, საპროტესტო აქციები დაიწყონ

კერძო ბაღების წარმომადგენლებმა შესაძლოა, საპროტესტო აქციები დაიწყონ

05/02/2021 08:50:42 საზოგადოება

კერძო ბაგა-ბაღების მფლობელები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება პირობას შეასრულებს და 1 მარტიდან მუშაობას განაახლებენ. წინააღდეგ შეთხვევაში, არ არის გამორიცხული, პროტესტი საჯაროდ გამოხატონ.

სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მასწავლებლებს ხელფასებს ვერ უხდიან, ვერ იხდიან იჯარის თანხას და გაკოტრების პირას აღმოჩნდნენ.

სექტორი ხელისუფლებისგან სესხის პროცენტის სუბსიდირებას, საიჯარო ხელშეკრულებებზე დახმარებას და ერთჯერად ფულად დახმარებას ითხოვდა, თუმცა მმართველი პარტია მათ მხოლოდ სესხის პროცენტის სუბსიდირების პაკეტით დახმარებას შეჰპირდა.

ცნობისთვის: რესტორატორებმა დაუმორჩილებლობის აქცია 20 თებერვლისთვის გადადეს, თუმცა შეუერთდებიან 6 თებერვლისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S