Accentnews.ge
მეტროს სადგური "გოცირიძე" მგზავრებს სამი თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება

მეტროს სადგური "გოცირიძე" მგზავრებს სამი თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება

05/02/2021 08:21:58 საზოგადოება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროს სადგური "გოცირიძე" სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან სამი თვის განმავლობაში, მგზავრებს ვერ მოემსახურება: ვაგონები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროს სადგურ "გოცირიძეზე" არ გაჩერდებიან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები. დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S