Accentnews.ge
რესტორატორებმა მთავრობისგან გეგმა ვერ მიიღეს

რესტორატორებმა მთავრობისგან გეგმა ვერ მიიღეს

04/02/2021 13:53:51 ეკონომიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და რესტორატორების შეხვედრა დასრულდა. მედიასთან კომენტარი მხოლოდ რესტორატორებმა გააკეთეს და როგორც ირკვევა, კონკრეტული გეგმა მათ ვერც ამ შეხვედრაზე მიიღეს.

კერძოდ, მათთვის გაუგებარი რჩება, კონკრეტულად რა გეგმის მიხედვით მოქმედებს მთავრობა, რათა მათ პროცესის დაგეგმვა შეძლონ. მსგავსი მიდგომა კი როგორც რესტორატორები აცხადებენ, მათ მდგომარეობას არ ამსუბუქებს.

ამასთან, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიას რესტორნებს დროებით სარგებლობაში გადასცემს გარე სივრცეებს.

„გადაწყვეტილება ვერ გადაარჩენს რესტორნებს“,– აცხადებენ რესტორატორები.

დღეს რესტორატორები დახურულ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, ძალაში რჩება თუ არა 6 თებერვლისთვის დაანონსებული პროტესტი: როგორც ცნობილია, 6 თებერვალს 200–მდე რესტორანი დაუმორჩილებლობის აქციის ფარგლებში, რეგულაციების მიუხედავად გაიხსნება. ამავე დღეს იგეგმება რამდენიმე აქცია სოციალური პროტესტის ფარგლებში, მათ შორის – „კომენდანტის საათის“ წინააღმდეგ.

დღეს, 4 თებერვალს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ რესტორნებს გახსნის უფლებას 15 თებერვალს მისცემენ და ისიც, მხოლოდ მათ, რომელთაც ღია სივრცეები აქვთ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი სანქციები დაეკისრებათ, ამასთან, ვერ ისარგებლებენ სამთავრობო პროგრამებით.

ცნობისთვის: 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სკოლები იხსნება, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ–კვირას არ იმუშავებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S