ლარი გაუფასურებას განაგრძობს
04/02/2021 13:27:09 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.3174 ლარი ეღირება, ევრო – 3.9792 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.5054 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით ერთი ამერიკული დოლარი 3.3140 ლარი ღირდა, ევრო – 3.9834 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.5203 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 5 თებერვალს ამოქმედდება.


