ღარიბაშვილმა და საუდის არაბეთის ელჩმა სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს

04-02-2021 17:05:12 თავდაცვა ,რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აბდულა ალ-მუტაირთს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მზარდი დინამიკა დადებითად შეაფასა.

"მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახლო მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობაზე გამახვილდა",– ნათქვამია რელიზში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები