
ბათუმში დაგეგმილი ქეთა თოფურიასა და A-Studio-ს კონცერტი გაუქმდა
06/07/2019 14:45:27 სხვა, საზოგადოება
27 ივლისს, ბათუმში დაგეგმილი ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი გაუქმდა, –იუწყება აჭარის ტელევიზია.
მისივე ინფორმაციით, კლუბის მფლობელმა ტელეარხს განუცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს. ირაკლი ფირანიშვილის თქმით, თუ ქვეყანაში ვითარება დასტაბილურდება, ჯგუფის კონცერტი მომავალ სეზონზე გაიმართება.
"ორშაბათს დავდებთ ალტერნატიულ ვარიანტს. Bob Sinclar-ს ან Moloko-ს, ზუსტად არ ვიცით, ჯერ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმ ხალხს, ვისაც A-Studio-ს კონცერტზე დასასწრებად ბილეთები ჰქონდა შეძენილი, შეეძლება იმ ბილეთით აღნიშნულ საღამოზე დასწრება. იმ შემთხვევაში თუ სხვა კონცერტით ჩანაცვლების სურვილი არ აქვთ, მიმართონ tkt.ge-ს და ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ", – განაცხადა კლუბის მფლობელიმა აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას.
ცნობისთვის: „A Studio“-ს სოლისტი 10 წელზე მეტია, ქართველი მომღერალი ქეთა თოფურიაა. თოფურია სცენაზე რუსი ჯარისკაცის ფორმითაც გამოსულა.
2018 წელს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ქართველი მომღერალი პუტინის მხარდამჭერ კლიპშიც მონაწილეობდა: