Turkish Airlines სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე ფრენების რაოდენობას ზრდის
03/02/2021 12:48:34 ეკონომიკა
Turkish Airlines სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე ფრენების რაოდენობას ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ავიაკომპანია 15 თებერვლამდე სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში ოთხი სიხშირით მოახდენს ოპერირებას, 15 თებერვლიდან თვის ბოლომდე კი, ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს.


