
ჰოლივუდის ერთ-ერთ ფილმს საქართველოში გადაიღებენ
06/07/2019 10:56:06 სხვა, საზოგადოება
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ერთ-ერთი ჰოლივუდური ფილმის გადაღებები დაიწყება. საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს.
ამის შესახებ ინფორმაციას "აწარმოე საქართველოში"-ს პრესსამსახური ავრცელებს.
"აღნიშნული ფილმის საქართველოში გადაღებების წარმოების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, ჰოლივუდის მაღალი რანგის, წარმომადგენლების მიმდინარე წლის 26 აპრილიდან 2 მაისამდე ვიზიტის ფარგლებში. ამერიკულ დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობდა. აღსანიშნავია, რომ კინომწარმოებლებმა საქართველოს რამდენიმე რეგიონი მოინახულეს და საქართველოში კინოგადაღების შესაძლებლობებს გაეცნენ" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პროგრამას „გადაიღე საქართველოში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ახორცილებს. პროგრამის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო და ვიზუალური პროდუქციის შემნით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მწარმოებლებს საქართველოში დახარჯული კვალიფიციური ხარჯის 20-25%-ის უკან დაბრუნებას სთავაზობს.