ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
02/02/2021 13:10:28 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.3072 ლარი ეღირება, ევრო – 3.9805 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.5296 ლარი, ხოლო თურქული ლირა 0.4582 ლარი.
2 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 3.3048 ლარი ღირდა, ევრო – 3.9909 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.5226 ლარი, ხოლო თურქული ლირა 0.4620 ლარი.
ცნობისთვის: 27 იანვარს სებ-მა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2964 შეადგინა. წელს ეს ეროვნული ბანკის მიერ რიგით მეორე სავალუტო ინტერვენციაა. ცენტრალურლმა ბანკმა ჯამში 80 მლნ დოლარი გაყიდა.


