
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 6 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება
06/07/2019 05:11:16 სხვა, საზოგადოება
6 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
ნაძალადევის რაიონი
01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II და III კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის III და V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III, IV და V კვარტლების, რომელაშვილის, ანაპის, მუხიანის, ავშნის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ) და ლიბანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმლენიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.