ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით რუსეთში თურქული მატარებელი პირველად ჩავა
01/02/2021 13:08:21 პოლიტიკა, ეკონომიკა
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, 29 იანვარს ანკარიდან სატვირთო მატარებელი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით რუსეთში გაემგზავრა, – იუწყება თურქული მედია.
მისივე ცნობით, სატვირთო ეშელონი 15 ვაგონისგან შედგება და იგი რვა დღეში 4600 კილომეტრს გაივლის. მატარებელი მოსკოვში ინდუსტრიულ ტვირთს ჩაიტანს.
გარდა რუსეთის მიმართულებისა, თურქული მხარე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ჩინეთთან ტვირთბრუნვის გასაზრდელადაც გამოიყენებს.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს, 2017 წელს გაიხსნა.


