ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს
01/02/2021 13:01:02 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.3048 ლარი ეღირება, ევრო – 3.9909 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.5296 ლარი, ხოლო თურქული ლირა 0.4582 ლარი.
1 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 3.3026 ლარი ღირდა, ევრო – 4.0037 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.5196 ლარი, ხოლო თურქული ლირა 0.4504 ლარი.
ცნობისთვის: 27 იანვარს სებ-მა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2964 შეადგინა.
წელს ეს ეროვნული ბანკის მიერ რიგით მეორე სავალუტო ინტერვენციაა. ცენტრალურლმა ბანკმა ჯამში 80 მლნ დოლარი გაყიდა.


