
"შურისძიების ჟინით დაბრმავებული ოპონენტები ამტკიცებენ, თითქოს გარეჯი ჩვენი არაა"
01/02/2021 08:13:29 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ "ნაციონალური მოძრაობა" დავით გარეჯის საკითხზე "მავნებლური პროპაგანდის" წარმოებაში დაადანაშაულა.
სარჯველაძის თქმით "შურისძიების თუ ძალაუფლების ჟინით დაბრმავებული მათი ოპონენტები დაჟინებით და ხელაღებით უმტკიცებენ ქართულ საზოგადოებას, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის".
მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" და "მისი გავლენის ქვეშ მოქმედი სხვა პარტიები" "საკუთარი ქვეყნის უზენაესი ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო დაცვის ნაცვლად, მავნებლური პროპაგანდის გამოყენებით, გამორჩეული ხალისით, მონდომებითა და მიზანდასახულობით ებრძვიან თავიანთ სამშობლოსა და ისტორიას, რათა ჩამოაყალიბონ ხალხის, როგორც ხელისუფლების ძირითადი წყაროს, იმგვარი პოლიტიკური ნება, რომელიც, როგორმე ბოლომდე მიიყვანს საქართველოს კუთვნილი, ძირძველი მიწების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის წლების წინ ჩაფიქრებულ გეგმას".
სარჯველაძის თქმით, მიუხედავად მათი "დაჟინებული მცდელობისა", მმართველი პარტია "არავის მისცემს ამ მოღალატეობრივი განზრახვის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას".