ცინდაოდან ბაქოში პირველი საკონტეინერო მატარებელი გაემგზავრა, რომლის ტვირთის ნაწილი თბილისშიც ჩამოვა
01/02/2021 08:47:40 ეკონომიკა
ჩინეთის ქალაქ ცინდაოდან აზერბაიჯანში პირველი საკონტეინერო მატარებელი გაემგზავრა, რომლის ტვირთის ნაწილი თბილისში ჩამოვა, – იუწყება აზერბაიჯანული მედია.
მისივე ცნობით, ჩინეთის ქალაქ ცინდაოდან 50 კონტეინერი ყაზახეთის პორტ აქტაუში, შემდეგ კი ბაქოში ჩავა. მოგვიანებით 15 კონტეინერი თბილისში გაიგზავნება.
პროექტი ხორციელდება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო კონსორციუმში შემავალი კომპანიების თანამშრომლობით. 2021 წელს, ჩინეთიდან აზერბაიჯანში 50-მდე საკონტეინერო მატარებლის გაგზავნა იგეგმება.


